ემერი: “შეგვიძლია, ამ თამაშით ვიამაყოთ”

თარიღი: აგვისტო 12, 2015

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უპასუხა.

— მატჩის ბოლოს ორმაგი ცვლილება განახორციელეთ. ეს თქვენი მხრიდან ვა-ბანკი იყო თუ დაგეგმილი ცვლილებები?
— პირდაპირ გეტყვით, როცა ანგარიშით 1:4 მარცხდები, ბევრს აღარაფერს ელი. მხოლოდ ის ვთქვით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმუმისთვის უნდა მიგვეღწია. ჯერ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეორე და იმედიც მოგვეცა. გუნდს თავდაჯერება მოემატა და მიზანსაც მივაღწიეთ – ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. დამატებით დროში გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით და ასეთ დროს რთულია თამაშის კიდევ ერთხელ შემოტრიალება.

— ამ მატჩში ბევრი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეთ. რას გამოყოფდით?
— ამ საღამოს ჩვენი მთავარი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ისე არ გვეთამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენს ფანებს შეუძლიათ, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილნი იყვნენ.

— ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
— ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაში გვაძლევს კმაყოფილების საშუალებას. გუნდისთვის რთულია ამ მარცხის გადაყლაპვა, თუმცა ჩვენ კიდევ შევხვდებით უძლიერეს მეტოქეებს.

— როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა “ბარსელონამ” ეს გამარჯვება?
— “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. იყო თუ არა დამსახურებული, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. მატჩის მიწურულს სამი ძალიან კარგი შანსი მოგვეცა და ვიმსახურებდით პენალტების სერიას. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ თამაშით. გაითვალისწინეთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

— ოდესმე შეძლებთ ლეო მესის გაჩერებას, რომელმაც “სევილიას” უკვე 24-ე გოლი გაუტანა?
— მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. იგი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. წარმოუდგენელია, უმაღლეს დონეზე თამაშობდე ამდენი წლის მანძილზე. დაველოდოთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გაჩერებას.

— ეს სეზონის სასტარტო მატჩი იყო. რას გეუბნებათ ეს შეხვედრა დამდეგი სეზონისთვის?
— პირველი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, რომ ახალ სეზონში წარმატებულად ვითამაშოთ. ეს ახალი სეზონის ფუნდამენტია. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკეთ ავთამაშდებით.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლაპორტა: “ჩვენ “ბარსელონას” ფსკერიდან ამოვიყვანთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თათბირზე 2020/21 წლების სეზონის ფინანსური კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” “ბარსელონას” ბარტერს სთავაზობს

El Nacional-ის მიერ გაცრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, სერხიო აგუეროს კატალონიურ კარიერას, შესაძლოა, ბოლო ძალიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ჰოლანდის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლია

არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომადინარე კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელების იმედები დაკარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მე ყველაფერს გავაკეთებდი მესის შესანარჩუნებლად”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის კლუბიდან გაშვების საკითხი განიხილა. “რონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო: “მესის “ბარსელონადან” წასვლა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, “ბარსელონაში” ტრანსფერსა და ლეო მესის კლუბიდან წასვლაზე გააკეთა კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდომ “ოქროს ბურთზე” საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. “ეჭვგა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გაალი “ბარსელონაზე”: “როდესაც საქმე ცუდად მიდის, ყველაფერს უცხოელებს

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, “ბარსელონაში” არსებულ რთულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ვან გაალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” “ბარსელონას” ფეხბურთელებს თვალი დაადგა

უცხოურ გამოცემებში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები აქტიურად აკვირდებიან “ბარსელონაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” პედრის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონს ასახელებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს იმყოფებიან პედრისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოც...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენის” დირექტორი “რეალისთვის” სანქციების დაწესებას ით

კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება. “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, პრესასთან “რეალისთვის” სანქციებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი მბაპეს: “Hala Madrid!” (ვიდეო)

7 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია 3:2 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კამერებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონეს კომენტარი “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ

მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის მეშვიდე ტურში კატალონიის “ბარსელონა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” კატასტროფული სერია გრძელდება. “ბენფიკასთან” ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ, რონალდ კუმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესის ჟესტი კუმანს “ბარსელონას” კარში გატანილი გოლის შემდეგ (ფოტო)

2 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 2:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “მბაპე “რეალში” ითამაშებს, ეს თავად მითხრა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, პრესასთან საუბრისას კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთებს....
წაკითხვა