ემილიანო სალას ბოლო ხმოვანი გზავნილი გავრცელდა
არგენტინულმა გამოცემა Ole-მ “კარდიფ სიტის” ახალწვეულის, ემილიანო სალას ბოლო ხმოვანი გზავნილი გაავრცელა.
ემილიანო სალამ WhatsApp-ის საშუალებით არგენტინაში, ახლო მეგობარს ხმოვანი მესიჯი გაუგზავნა. იმ დროს ფეხბურთელი უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდა და როგორც ჩანს, ხვდებოდა, რომ საქმე კარგად არ იყო.
“გამარჯობა, პატარა ძმებო. როგორ ხართ, შეშლილო ხალხო?
ძმაო, მკვდარი ვარ, ნანტში ვიყავი და რაღაცას, რაღაცას, რაღაცას, რაღაცას და რაღაცას ვაკეთებდი, არასოდეს ვრჩებდებოდი.
ახლა თვითმფრინავში ვარ, რომელიც მგონია, რომ სულ მალე ჩამოვარდება, კარდიფში მივდივარ, ხვალ უკვე ვარჯიშს ვიწყებ ახალ გუნდთან ერთად…
ვნახოთ, რა მოხდება. როგორ ხართ ჩემო ძმებო და დებო, ყველაფერი კარგადაა?
თუ საათნახევარში ჩემგან რამე ახალს ვერ შეიტყობთ, არ ვიცი, ვინმეს თუ გამოაგზავნიან, ვინც ძებნას დამიწყებს, რადგან ისინი ვერ მიპოვნიან, მაგრამ იცოდეთ… ღმერთო, როგორ მეშინია!”
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა შაბათს “კარდიფმა” “ნანტიდან” 15 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. 29 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ორშაბათს, 20:30 საათზე ნანტიდან კარდიფის მიმართულებით კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. მოულოდნელად, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. მას ლა-მანშის სრუტეს ტერიტორიაზე უშედეგოდ ეძებენ.
Emiliano Sala sends a voice message to his friend before the plane he uses falls.https://t.co/HoHW8eha03
— Football Fans Stuff (@FFS_Transfer) January 22, 2019