ემილიანო სალას მამა შვილის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიღუპა
ემილიანო სალას მამა, ჰორაციო სალა შვილის გარდაცვალებიდან სამ თვეში, არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით დაიღუპა. ეს ინფორმაცია არგენტინელმა პოლიტიკოსმა ხულიო მულერმაც დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ექიმებმა ჰორაციო სალას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
“2019 წელი ჩვენ ქალაქს შოკიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. დღეს, დილის 5 საათზე ჰორაციო სალას მეუღლემ დამირეკა. როცა მათ სახლში მივედი, ექიმები იქ იყვნენ, თუმცა ჰორაციო უკვე გარდაცვლილი იყო”, – თქვა მულერმა.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, თვითმფრინავი, რომელშიც ემილიანო სალა იმყოფებოდა, ლა-მანშის სრუტეს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მისი ცხედრის ნაწილები ოკეანეში იპოვეს.
სალა “ნანტის” ფეხბურთელი იყო, რომელიც იანვარში “კარდიფის” წევრი გახდა.