ემილიანო სალას ოჯახი შავი სამკლაურების წინააღმდეგ გამოდის
დაკარგული ემილიანო სალას ნათესავები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან.
არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახი იმედოვნებს, რომ სალა ცოცხალია და აქედან გამომდინარე, არ სურთ, რომ ინგლისის კლუბების მოთამაშეებმა შავი სამკლაურები შეიბან.
ინგლისის თასზე “მილუოლსა” და “ევერტონს” შორის დღეს გამართულ მატჩში ფეხბურთელებს სამგლოვიარო სამკლაურები არ ჰქონდათ მორგებული, თუმცა ამავე დღეს მანამდე გამართულ სხვა შეხვედრებში მოთამაშეები შავი სამკლაურები ეკეთათ.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ბორტიდან ფეხბურთელმა მოასწრო შეტყობინების გაგზავნა, რომ თვითმფრინავს პრობლემები ჰქონდა. საძიებო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა, თუმცა უშედეგოდ.