ემილიო ბუტრაგენიო: “რეალმა” საკმაოდ რთული გზა განვლო და ახლა “ბაიერნის” ჯერია”
მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ “რეალის” მეტოქე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება.
“აქამდე მოსვლა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ზედიზედ მერვე წელია, რაც ტურნირის ამ ეტაპზე ვიღებთ მონაწილეობას.
თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა წინ გველის. ბოლო ნაბიჯი ყოველთვის უფრო რთულია. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოვაჩენთ.
“ბაიერნი” ბრწყინვალე გუნდია და ამიტომაც, ვალდებული ვართ, ორივე მატჩში უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. მიუნხენში პოზიტიური შედეგი უნდა დავდოთ და შინ დამშვიდებულები დავბრუნდეთ.
ჩვენ საკმაოდ რთული გზა განვლეთ – “პარი სენ-ჟერმენი”, “იუვენტუსი” და ახლა “ბაიერნი”. ძალიან გვინდა ფინალში გასვლა და კიდევ ერთხელ გაჩემპიონება,” – აცხადებს ბუტრაგენიო.