“ემირეიტსზე” “არსენალის” თამაშზე რეკორდულად მცირე რაოდენობის მაყურებელი მივიდა
2017 წლის 20 ოქტომბერს ლონდონის “არსენალმა” ინგლისის ლიგის თასის ეგიდით გამართულ მატჩში საშინაო არენაზე “დონკასტერი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ მატჩს ტრიბუნებიდან თვალი მხოლოდ 44 064-მა გულშემატკივარმა ადევნა, რაც ახალი ანტი-რეკორდია “ემირეიტსის” არსებობის ისტორიაში.
აქამდე, “მეთოფეთა” საშინაო სტადიონზე გამართულ ოფიციალურ მატჩებში ყველაზე ცოტა ადამიანი 2011 წლის 20 სექტემბერს, “შრიუსბართან” გამართულ შეხვედრაში იყო დაფიქსირებული – 46 539.
შეგახსენებთ, რომ რაც დრო გადის, ინგლისური კლუბები უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ლიგის თასს – წლევანდელ სეზონში, თასის მესამე ტურში ინგლისურმა კლუბებმა ძირითადის 137 ფეხბურთელი დაასვენეს, გულშემატკივართა რაოდენობა კი ჩვეულებრივთან შედარებით 150 000-ით ნაკლები იყო.