ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)
ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირად ცხოვრებაზეც ესაუბრა და მას ის ვიდეო აჩვენა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ საუბრობს კრიშტიანოს მამა საკუთარ შვილზე. აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეს კადრები აქამდე ნანახი არ ჰქონდა.
როგორც იცით, რონალდუს მამა 14 წლის წინ გარდაიცვალა. კრიშტიანომ ვიდეოს ყურების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.
“აქამდე ეს ვიდეო არასოდეს მინახავს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ნომერ პირველი გავხდი, ის კი ამას ვერ მოესწრო. მან ვერ ნახა ჩემი მოპოვებული ჯილდოები. მთელმა ჩემმა ოჯახმა – დედამ, ძმებმა, ჩემმა უფროსმა ვაჟმაც კი ნახა, მაგრამ მამაჩემმა – ვერა”, – ამბობს რონალდუ.
‘He doesn’t see me receive awards.’
In an emotional interview, @Cristiano breaks down in tears over the loss of his late father and the fact that he never got to witness his son's success.
Watch the full interview on @ITV on Tuesday at 9pm.@piersmorgan | #GMB pic.twitter.com/LybbJn31VR
— Good Morning Britain (@GMB) September 16, 2019