“ემპოლი” — “ნაპოლის” მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ემპოლიმ” “ნაპოლი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გამოსულა.
მატჩის პირველ ნახევარში “ნაპოლის” კარში სამი გოლი გავიდა: ანგარიში მე-8 წუთზე მასიმო მაკარონემ გახსნა, ტაიმის მიწურულს მიგელ ბრიტოსმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, კომპენსირებულ დროში კი რიკარდო საპონარამ გამოიჩინა თავი. ანგარიშში სხვაობა 64-ე წუთზე შემცირდა, როდესაც ვენსან ლორინიმ ავტოგოლი გაიტანა. 81-ე წუთზე კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა: ამჯერად ბურთი საკუთარ კარში “ნაპოლის” მცველმა რაულ ალბიოლმა ჩაჭრა. სტუმრები განადგურებისგან მარეკ ჰამშიკმა იხსნა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:2.
“ემპოლიმ” 38 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, “ნაპოლი” 56 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“ემპოლი” — “ნაპოლი” 4:2 (3:0)
გოლები: მაკარონე 8′, ბრიტოსი 43′ (ა.გ.); საპონარა 45+1′, ალბიოლი 81′ (ა.გ.) — ლორინი 63′ (ა.გ.), ჰამშიკი 90+1′.
გაფრთხილებები: ლორინი 15′, ტონელი 71′, ვერდი 90+1′ — გულამი 24′, იგუაინი 79′.