ენრიკე: “უსამართლოდ წავაგეთ”
კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში “სევილიას” წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ორივე გუნდს გატანის უამრავი შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარის აღება ჩვენ მხოლოდ ერთხელ შევძელით – ეს დაუჯერებელია”, – აცხადებს ლუის ენრიკე.
“როდესაც გუნდი აგებს, ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნები. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მოგებები უნდა დავიწყოთ. ამდენ წარუმატებლობას აღარ შევეგუებით. “ბარსელონა” ვალდებულია, ცხრილის სათავეში მოექცეს”.
“ჩვენ მესისა და ინიესტას გარეშე ვითამაშეთ, მაგრამ ტრავმირებული მოთამაშეები “სევილიასაც” ჰყავდა”.
“დღეს ბურთი კარში უბრალოდ არ შევიდა. თუ გავიხსენებთ “სელტასთან” მატჩს, მაშინ მომენტები ძალიან მცირე იყო. დღეს კი ყველაფერს ვეცადეთ და ფრეს მაინც ვიმსახურებდით”, – დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგასხენებთ, ლა ლიგის შვიდი ტურის შემდეგ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” მესამე ადგილს 15 ქულით იკავებს.