ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, არ ათამაშებენ”
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე ლაურენტისი გააკრიტიკა.
“მე საერთოდ არ ვეთანხმები დე ლაურენტისის არჩევანს “ნაპოლის” რევოლუციის შესახებ. მან მოგვატყუა დიბალას შესახებ, რომლის გადაბირება პრაქტიკულად ერთადერთი არჩევანი იყო ჩვენი გადარჩენისთვის. გაყიდა კულიბალი, რომელსაც ახალი კოტნრაქტი არც კი შესთავაზა. გაუშვა მერტენსი, წავიდა ინსინიე და მგონი ყველა წავიდა”
“ამ დროს “ნაპოლის” ფანები მედიას ებრძვიან, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა აპირისპირებს მათ მედიასთან და რეალურად მედია სვამს საჭირო შეკითხვებს”
“როგორ ითამაშებს კლუბი ახალი ტრანსფერებით? მათ არ აიყვანეს დიბალა, გაუშვეს ფაბიან რუისიც. ვიქტორ ოსიმენს პასები სჭირდება და ვინ მიაწვდის, კვარა? კვარაცხელიას კონტრაქტი უწერია, რომ თუ მატჩში მინიმუმ 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ისე არ ათამაშებენ (იცინის)”
“ნაპოლის” პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებები ნეაპოლელ ფანებს განსაკუთრებით არ მოსწონთ და ფიქრობენ, რომ გუნდი ახალ სეზონში ოთხეულში ვერ შევა.