ენცო ზიდანი: “მამაჩემი მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს”
ენცო ზიდანი, ზინედინ ზიდანის ვაჟი, აღიარებს, რომ მამამისი უახლოეს მომავალში სამწვრთნელოს საქმიანობაში დაბრუნებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეცილისტმა გასული სეზონის ბოლოს “რეალი” დატოვა და დღემდე უმუშევარია.
“მამაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარს, რაშიც ეჭვი არავის ეპარება და ასევე ძალიან უყვარს მწვრთნელის საქმიანობაც. მამაჩემი მზადაა, სამწვრთნელო საქმიაობას დაუბრუნდეს და დიდი ალბათობით, ის კლუბს უახლოეს მოამვალში ჩაიბარებს.
ამ დროისთვის ის დასვენებას განაგრძობს – დასვენება მისთვის აუცილებელი იყო, რადგანაც “რეალში” მუშაობა ძალიან რთული და მოთხოვნადი რამ არის. თუმცა ფაქტია, რომ “რეალის” თავკაცობა მისთვის მშვენიერი რამ იყო,” – აცხადებს ენცო ზიდანი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზინედინ ზიდანს ყველაზე ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედში” მისვლას უწინასწარმეტყველებდნენ.