ექვს აგვისტოს „ბარსელონას“ პრეზიდენტი დახვრიტეს
1936 წლის ექვს აგვისტოს, ფრანსისკო ფრანკოს ბრძანებით, კატალონიის „ბარსელონას“ მაშინდელი პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი დახვრიტეს. მისი სიკვდილი იმ პერიოდში კატალონიის რეპრესიებს კარგად ასახავს.
სუნიოლმა „ბარსელონასთან“ თანამშრომლობა 1925 წელს დაიწყო, როდესაც ესპანურმა მთავრობამ პრიმო დე რივერას დიქტატურის წინააღდეგ დემოსნტრაციების გამო კლუბი დროებით დახურა. მთავრობის მხრიდან სანქციების შედეგად, ჟოამ გაპერს „ბარსას“ პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ხოსეპ სუნიოლმა, გადაწყვიტა, „ბარსაში“ დაეწყო მუშაობა. 1935 წლის 17 ივლისს ის კლუბის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ხელძღვანელობასთან ერთად ის ასევე პოლიტიკაშიც მუშაობდა. სუნიოლი კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, სუნიოლი გაზეთ „La Rambla“-ს დამფუძნებელი გახდა, რომლის დახმარებით ის მკითხველს თავის იდეებს უზიარებდა.