ერედივიზიონი განწირულია – მთავრობამ კატეგორიული გადაწყვეტილება მიიღო
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია 2019-20 წლების საფეხბურთო სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ აქტიურად იწერებიან ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.
საქმე ის გახლავთ, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა (მარკ რუტე) სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში მინიმუმ პირველ სექტემბრამდე იქნება ქვეყანაში აკრძალული.
“ჩვენ ვერანაირად ვერ მივცემთ თავს უფლებას ასეთ რისკზე წავიდეთ მომდევნო თვეების მანძილზე. გვინდა, ორგანიზატორებს ცალსახად განვუცხადოთ, რომ არანაირი პინკპოპის ფესტივალი და პროფესიონალური ფეხბურთი სექტემბრამდე. მესმის, რომ ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ მსხვერპლი უნდა გავიღოთ,” – განაცხადა რუტემ.
ერედივიზიონის 2019/20 წლების გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში “აიაქსი” და “ალკმაარი” იმყოფებოდნენ ქულების თანაბარი ოდენობით.