ერერა: “არ გვინდა, რომ “ლესტერმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმოს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლი, ანდერ ერერა პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებთან დაპირისპირების წინ თავს მოტივირებულად გრძნობს და აცხადებს, რომ “მანჩესტერი” “ლესტერისთვის” არაფრის დათმობას არ აპირებს.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ჩვენ “ლესტერ სიტის”, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელიც ფანტასტიკურად თამაშობს. მაგრამ, ნამდვილად არ გვინდა, რომ “მელიებმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმონ – მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ.
ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედს” წარმოვადგენთ და უნდა მოვიგოთ, ეს არის ჩვენი საქმე.” – განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.