ერერა და დი მარია “ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულებმა ანხელ დი მარიამ და ანდერ ერერამ ტრავმა მოიშუშეს. ნახევარმცველები პრემიერ ლიგის 9–ე ტურში”ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან.
ორივე მოთამაშემ ტრავმა “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ანხელმა ბარძაყი დაიზიანა, ხოლო ანდერმა კი ნეკნის ტრავმა სრულად არ მოიშუშა.
თუმცა, “არისტოკრატებთან” მანჩესტერულ კლუბს ვერ დაეხმარება მაიკლ კერიკი, რომელიც სარეზერვო გუნდში მიღებული ტრავმის გამო, საავადმყოფოში იმყოფება.
“ანდერმა ტრავმა მოიშუშა. რაც შეეხება დი მარიას, ტრავმა სერიოზული არ არის. მან მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა, ეს პრობლემა არ არის.”
“ძალიან ვწუხვარ, რომ მათ გარდა ტრავმა ვერავინ მოიშუშა. მე კერიკი ლონდონში გავაგზავნე, რეზერვისტებთან ერთად, რადგან ხუთ–თვიანი მკურნალობის გამო ფორმიდან ამოვარდნილი იყო.”–განაცხადა ლუის ვან გაალმა Manchester Evening News–თან ინტერვიუში
.