ერერა: “მორატა “მანჩესტერ უნაიტედში” გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო”
“მანჩესტერ უნაიტედის” ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ თავისი თანამემამულის, ალვარო მოარატას “წითელი ეშმაკების” რიგებში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
“ისევ ვფიქრობ იმაზე, რომ მორატასთან ერთად ვითამაშო. მინდოდა, რომ ალვაროს ჩემთან ერთად ეასპარეზა. იგი ძალიან ახლოს იყო “მანჩესტერში” გადმოსვლასთან. სირცხვილია, რომ ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ მივიდა. თუმცა, როგორც ვიცი, ხელმძღვანელობა ისევ აგრძელებს მუშაობას მის დამატებაზე. იმედია, ტურნედან დაბრუნების შემდეგ მაინც მოხერხდება ტრანსფერის განხორციელება.”
შეგახსენებთ, რომ ერერა და მოარატა ესპანეთის ნაკრებში ერთად 2016 წლიდან თამაშობენ.