ერერა: “პოგბას ყველაფერი აქვს”
“მანჩესტერ უნაიტედის” საყრდენმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ თანაგუნდელზე პოლ პოგბაზე ისაუბრა.
“პოლის გვერდზე თამაში ძალიან მარტივია. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მას უფრო მეტად შეუძლია და უყვარს შეტევა. აქედან გამომდინარე, როცა ორივე ერთად ვთამაშობთ, ხშირად უკან ვრჩები და შეტევების ჩაშლაზე ვარ ორიენტირებული. ვცდილობ, წინ არ წავიდე და შეტევაში მყოფი ფეხბურთელები დავაზღვიო. ჩემს ფრანგ პარტნიორს გატანის უფრო კარგი უნარი აქვს, ვიდრე მე. მას შეუძლია, როგორც ფეხით თამაში, ასევე – თავით. გარდა ამისა, პოგბას დრიბლინგიც კარგად გამოსდის. მას ყველაფერი აქვს!”
“საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმედია, დიდ ხანს ვითამაშებთ ერთად და ბევრ ტიტულსაც მოვიგებთ!” – განაცხადა ერერამ.