ერერამ “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გავრცელდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდებოდა.
ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.
“ბარსელონა”? მე “იუნაიტედში” თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. არსად წავსლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ესპანელებისგან არანაირი წინადადება არ წამოსულა.”
“ძალიან მინდოდა, მორატა ჩემი გუნდელი ყოფილიყო. ტრასნფერი განხორციელებას ბევრი აღარაფერი უკლდა, რადგან კლუბებს შორის მოლაპარაკება დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. თუმცა, საბოლოოდ, ის “რეალში” დარჩა. მორატას ყველაფერს კარგს ვუსურვებ!” – განაცხადა ანდერმა.