ერიკ დაიერი: “ერერამ ეს განზრახ გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რატომ”
ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ დაიერმა მასსა და ანდერ ერერას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა (როდესაც ერერამ მას მხარი ჩაარტყა).
“ფეხბურთელები თამაშისას ერთმანეთს ხშირად არტყამენ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პასის გაკეთებიდან კარგა ხნის შემდეგ მოხდა… მან უბრალოდ ჩამარტყა, თანაც სახეში და არ ვიცი რატომ. ჩემთვის ეს მიუღებელი და სამარცხვინოა.
ფეხბურთში დარტყმები ჩვეულებრივია, თუმც ასეთი რამ ჩვეულებრივი არ არის, ეს სიბინძურე უფროა, რომლის საჭიროებაც ნამდვილად არ იყო.
ამბობს მე არ გამიკეთებიაო, მაგრამ ეს ხომ ყველასათვის ნათელია. თუ ამ მომენტს კიდევ ერთხელ შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ მან მე ძალით მომარტყა. ასეთი რაღაცეები ნამდვილად არ მომწონს.” – განაცხადა მან.