ერიკ კანტონამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეისობით ფეხბურთის გულშემატკივრებს არჩევანის გაკეთება კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის უწევთ, კანტონას რჩეული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე აღმოჩნდა.
“პირადად ჩემთვის, დღეს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ პასტორეა. ვფიქრობ, ის მსოფლიოში ყველაზე კრეატიული მოთამაშეა”, – ციტირებს კანტონას სიტყვებს Express-ი.