ერიკ კანტონამ ნეიმარს კიდევ ერთხელ დასცინა (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ერიკ კანტონამ ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის წინ ნეიმარს დაცსინა.
“ეს ჩემი ახალი ბარგია: მას “ნეიმარს” ვეძახი ფერის გამო, მაგრამ უპირველესად იმიტომ, რომ როცა ეხები, ის საათების მანძილზე ტრიალებს და ტრიალებს. რაც არ უნდა იყოს, შენ დიდებული ფეხბურთელი და დიდებული მსახიობი ხარ. ყურადღებით იყავი შეცდომებთან. როცა მარჯვენა მხარზე მოგარტყამენ, იმაზე არ უნდა იტირო, რომ მარცხენა ლოყა გტკივა!” – ამბობს კანტონა “ევროსპორტის” ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილია მექსიკას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება
Eric Cantona compares Neymar to a yellow luggage bag… and has some acting advice for the Brazilian ?
Full show on England, Messi and 'faithful players' ➡ https://t.co/AR3IMavIn6 pic.twitter.com/MN4bMX9zuj
— Eurosport UK (@Eurosport_UK) June 30, 2018