ერიკ თოჰირი “ინტერის” პრეზიდენტის პოსტს ტოვებს
ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ თოჰირი მილანის “ინტერის” პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზი დროის უქონლობაა. თოჰირი 2018 წელს ინდონეზიაში გასამართი აზიური თამაშების ორგანიზებითაა დაკავებული და “ნერაძურისთვის” ვეღარ იცლის.
“აზიურმა თამაშებმა იძულებული გამხადა, ყველა სხვა საქმიანობას შევეშვა. მილანში ჩასვლას ყოველ თვეს ვახერხებდი, მაგრამ იქ უკანასკნელად აპრილში ვიყავი. ამიტომ, პოსტის დატოვებას ვაპირებ.
ფეხბურთი აღმასვლებისა და დაღმასვლებისგან შედგება. ვწუხვარ, რომ გასულ სეზონში წარუმატებლად ვიასპარეზეთ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. კლუბის მფლობელობაში არსებული კომპანია Suning-ი ფეხბურთელების შესახებ აზრს მეკითხება, მაგრამ მე მწვრთნელებთან ძველებურად საუბრის დრო აღარ მაქვს”, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ერიკ თოჰირმა “ინტერის” აქციათა 70 პროცენტი 2013 წელს შეიძინა. 2017 წლის 6 ივნისს ოფიციალურად გაცხადდა, რომ კლუბი ჩინური კონცერნის, Suning-ის საკუთრებაში გადავიდა.