ერიქსენმა “რეალში” გადასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა
ლონდონის “ტოტენჰემის” დანიელმა ვარსკვლავმა, კრისტიან ერიქსენმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ერიქსენის სახელს საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდის “რეალს” უკავშირებენ.
“ვთვლი, რომ კარიერის იმ ნაწილში ვარ, როდესაც ახალი გამოწვევა უნდა მივიღო. უღრმესი პატივისცემა გამაჩნია “ტოტენჰემისადმი”, მაგრამ დროა სიახლეებს შევვდე.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ზუსტად ვერ ვიტყვი როდის გადავდგამ ამ ნაბიჯს. ყველასათვის უკეთესი იქნება, თუ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. ყველაფერი დანიელ ლევიზეა დამოკიდებული. თუ შეთავაზება არ იქნება სხვა კლუბიდან, იძულებული ვიქნები კონტრაქტი გავახანგრძლივო.
“რეალში” გადასვლა? ეს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ამისათვის “რეალმა” ტელეფონი უნდა აიღოს და “ტოტენჰემს” დაურეკოს. მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა,” – აცხადებს ერიქსენი დანიურ გამოცემა Ekstra Bladet-თან საუბრისას.