ერლინგ ჰოლანდის კურიოზული ინტერვიუ “შალკესთან” მატჩის შემდეგ
16 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. კარგი მატჩი ჩაატარა დორტმუნდელთა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 19 წლის ნორვეგიელმა ბუნდესლიგის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტისა და ფეხბურთელის საუბარი კურიოზული გამოვიდა.
ჟურნალისტი: “მატჩის დასრულების შემდეგ, შენ და შენი თანაგუნდელები სამხრეთ ტრიბუნასთან, ცნობილ “ყვითელ კედელთან” მიხვედით, რომელიც დღეს ცარიელი იყო, რა თქმა უნდა. რატომ გააკეთეთ ეს?”
ჰოლანდი: “რატომაც არა?”
ჟურნალისტი: “ამით თქვენ მათ მესიჯი გაუგზავნეთ?”
ჰოლანდი: “დიახ.”
ჟურნალისტი: “გვეტყვი, რა იყო თქვენი მესიჯი?”
ჰოლანდი: “ეს ჩემ ფანებს ეძღვნებოდა.”
ჟურნალისტი: “ისინი შენთვის და დორტმუნდისათვის ყველაფერი არიან.”
ჰოლანდი: “დიახ, არიან.”
ჟურნალისტი: “დიდი მადლობა! სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.”
ჰოლანდი: “მადლობა.”
This guy is not real, no one can convince me he’s an actual human being pic.twitter.com/k2LcY6OxQp
— 🦎 (@ShameIessFC) May 16, 2020