ერლინგ ჰოლანდის რეკორდი ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში
ავსტრიული “რედ ბულის” ახალგაზრდა ლიდერის ერლინგ ჰოლანდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ბრწყინვალე სცენარით განვითარდა. ამ უკანასკნელმა “გენტთან” გამართული მატჩის პირველივე ტაიმში შეძლო ჰეთ-ტრიკის გაფორმება.
ნორვეგიელი ფეხბურთელი 19 წლისა და 58 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა რაულისა (18 წელი და 113 დღე, 1995 წელი) და უეინ რუნის (18 წელი და 340 დღე, 2004 წელი) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.
სამაგიეროდ, ჰოლანდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჰეთ-ტრიკი ერთ ტაიმში გაიფორმა.
19y 58d – Erling Haaland, aged 19 years and 58 days, is the third youngest player to score a Champions League hat-trick, behind Raúl (18y 113d in 1995) and Wayne Rooney (18y 340d in 2004). Welcome. pic.twitter.com/24DNlzXdza
— OptaJoe (@OptaJoe) September 17, 2019