ერნანდესი: “მინდა “ოლდ ტრაფორდზე” დაბურნება სამი ქულით აღვნიშნო”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჩიჩარიტო ლევერკუზენის “ბაიერიდან” “ვესტ ჰემში” გადავიდა. “ჩქუეჩებს” პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვთ.
ხავიერ ერნანდესმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ნახსენებ შეხვედრაში სამი ქულის აღებას გეგმავს.
“პირველ ტურში ჩემს ძველ კლუბს ვეთამაშები. ის სტადიონი ჩემი სახლი იყო. ახლა კიდევ ერთხელ გამოვალ იქ, ოღონდაც, სხვა ფერებს დავიცავ.”
“ძალიან მინდა, “ვესტ ჰემს” დავეხმარო და სამი ქულა მოვიპოვოთ. ტურნირის დამაჯერებლად დაწყება უმნიშვნელოვანესი იქნება!” – განაცხადა ჩიჩარიტომ.