ეროვნულ ნაკრებს ლორია და მჭედლიძე გამოაკლდნენ

თარიღი: მაისი 31, 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას ომარ მიგინეიშვილი დაემატა, რომელიც საფეხბურთო კლუბ სამტრედიას წარმოადგენს.

ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ოთხი – საქართველოს ეროვნული ლიგიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში, ყაზახეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

ვლადიმირ ვაისმა ასევე ის 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

გიორგი ქიმაძე (ტორპედო, ქუთაისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ლორიასა და ლევან მჭედლიძის გარდა, ასევე გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვინ დასახელდა “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ?

“ნაპოლიმ” “ვერონა” 2-5 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი (ვიდეო)

ხვიჩამ გოლს საგოლე პასიც მიუმატა. Serie A 🇮🇹 Gol de Napoli 3-2 Piotr Zielinski ⚽🇵🇱pic.twitter.com/YVqGnskeRA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩ კვარაცხელიას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. Solo le tomó 37 minutos a Hirving Lozano […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? გუნდი სრულიად იცვლება

გუშინ ბათუმის “დინამომ” ეროვნულ ლიგაში გორის “დილა” სტუმრად 0-1 დაამარცხა. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ბათუმელები ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელის გარეშე – ვინ გადაიყვანა ლოჩოშვილი იტალიაში?

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ “კრემონეზეში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ლოჩოშვილი სააგენტო Player agents-ში არის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის საქართველო? – სომხეთი ევროპაზე, აზერბაიჯანი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა სულ რაღაც 22 დღეში დაასრულეს. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” ჯერ ბათუმის “დინამოს” 5-0 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა” – რატომ არ წავიდა აზაროვი ამერიკაში?

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმში” ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა. “ის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” წარუმატებელი ლეგიონერობა – რა ვერ ხდება ბათუმში?

ბათუმის “დინამოში” ამჟამად მხოლოდ 3 ლეგიონერი ირიცხება – მილან რადინი, ოლექსანდრ აზაცკი და ბენჟამინ ტეიდი. […]...
წაკითხვა