ეროვნულ ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ირლანდიასთან და უელსთან მატჩებისთვის ნიკა კვეკვესკირი ვერ დაეხმარება. ქართველი ფეხბურთელი ორი კვირის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის,თუმცა მედიკოსთა განცხადებით ფეხბურთელი 6 და 9 ოქტომბრის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იქნება.
შეგახსენებთ,რომ ტრავმისა და არასასურველი სპორტული ფორმის გამო ეროვნულს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ლევან ყენია, ოთარ მარცვალაძე და ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარებიან.ირლანდიასთან და უელსთან თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპს ჩვენი გუნდი 3 ოქტომბერს დუბლინში დაიწყებს. ამ დროისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)
GFF.GE