ეროვნული ჩემპიონატი: პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება
დღეს, 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტური გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატიდან მოხსნილ ქედის „ბეთლემს“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩში წაგება 0:3 ჩაეთვლება, დანარჩენი 8 წყვილი კი ასეთია:
გაგრა – ვიტ ჯორჯია
ბორჯომი – მაჭახელა
ჩხერიმელა – ოდიში 1919
სქური – რუსთავი
იმერეთი – ლიახვი
კოლხეთი ხობი – სამეგრელო
მეშახტე – ალგეთი
მერცხალი – ჭიათურა
პირველი ლიგიდან გავარდნილებისა და პირველ-მეორე ადგილებზე გამსვლელთა გარდა, ბოლო ტურში გაირკვევა პლეი-ოფის საგზურის მფლობელი მესამეადგილოსნის ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებაში უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზე გასულს შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური