ეროვნული ლიგა 2: ბათუმის “დინამო” შეუჩერებელია – ლანდისგან ლანდიც აღარ დარჩა
ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის პირველ შეხვედრაში “ცხინვალმა” გათამაშების ლიდერი ბათუმის “დინამო” მიიღო და 0-3 განადგურდა. პირველი გოლი მე-5 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა, ხოლო, დანარჩენი 2 ბურთი შეცვლაზე შემოსულებმა, გიორგი ილურიძემ და ვალერიან თევდორაძემ შეაგდეს.
ლანდიმ “ცხინვალი” რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა და ზედიზედ მე-2, ხოლო, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ “კოლხეთის” თამაშების ჩათვლით ყველაფერი წააგო, რაშიც მონაწილეობა მწვრთნელის რანგში მიიღო.
საინტერესოა, რომ 71-ე წუთზე “ცხინვალის” სათადარიგო სკამიდან მსაჯმა ცოტნე მესხი გააძევა.
“დინამოს” 51 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევრებს 12 ქულით გაუსწრო, “ცხინვალი”, შესაძლოა, ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდეს.
ცხინვალი 0-3 ბათუმი
გოლები: ფლამარიონი 5, ილურიძე 73, თევდორაძე 85
ცხინვალი: კერესელიძე – ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე – წივწივაძე, ლობჟანიძე (ქრისტესიაშვილი 60), კიკნაძე, ბარაბაძე, შალამბერიძე (ნემსაძე 76) – მაღალდიძე
მთავარი მწვრთნელი: რობერტო ლანდი
ბათუმი: მიხეილ ალავიძე – ადამაძე, ფარტოშიძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი, შარიქაძე, ჯანელიძე (ვარშანიძე 87), ფლამარიონი (თევდორაძე 50), რამოსი (ილურიძე 71), საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე