ეროვნული ლიგა 2 – ლანდი – ჩელე – გეგუჩაძე
ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის სამ შეხვედრაში “დინამომ”, “მერანმა” და “სამგურალმა” გაიმარჯვეს. ბათუმელებმა “შევარდენთან” ალექსანდრე კვახაძის ავტოგოლით მოიგეს, მარტიველებმა ქამბექი შემოგვთავაზეს, წყალტუბოელებიდან კი გაგა ჩხეტიანმა 89-ე წუთზე ერთადერთი ბურთი შეაგდო, 90-ზე პენალტიც ააცილა და გუნდი მე-8 პოზიციაზე ააღზევა.
31 ტურის შემდეგ “ცხინვალი” 29 ქულით ბოლო ადგილზეა, 31 ქულა აქვს “შუქურას”, 32-32 “მერანი” და “სამგურალი”. “შევარდენს” შანსი გაუჩნდა “თელავს” გადაასწროს და მე-5-ზე გადავიდეს, ხოლო, “დინამოს” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ვერც შტორმი და ვეღარც ცუნამი ვეღარ შეუშლის ხელს.
შევარდენი 0-1 დინამო
გოლი: კვახაძე 80 (ავტოგოლი)
სამგურალი 1-0 ცხინვალი
გოლი: გაგა ჩხეტიანი 89
შენიშვნა: გაგა ჩხეტიანმა 90-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
შუქურა 1-2 მერანი
გოლები: ჩელებაძე 56 (პენალტით) – გეგია 67, ციცხვაია 73