ეროვნული ლიგა 2 – “მერანმა” გასაოცარი ქამბექი დადო, დათა სიჭინავა შეუჩერებელია
ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მე-2 დღის მატჩები ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და 12 გოლი ვიხილეთ. ყველაზე გამორჩეული თბილისის “მერანისა” და “თელავის” დაპირისპირება გამოდგა. “მერანს” მე-4 წუთზე გივი ქარქუზაშვილი გაუძევეს, დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა, 20 წუთში კი პუდიმ ანგარიში ორამდე გაზარდა და “თელავი” მე-2 ტაიმს უდიდესი უპირატესობით შეხვდა. მე-2 ნახევარში ჯერ რაფაელ ჩუკურამ მორიგი გოლი გაიტანა, გიორგი ნიქაბაძემ კი “თელავს” დუბლი შეუსრულა. ნიქაბაძე გასულ სეზონში სწორედ კახელთა ღირსებას იცავდა. ათკაციანმა “მერანმა” გასაოცარი ქამბექი დადო და ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.
ფოთის “კოლხეთმა” “ცხინვალთან” თამაში კარგად დაიწყო და 24-ე წუთზე თენგიზ გოროზიამ პენალტით დააწინაურა ფოთელები, თუმცა საქმეში დათა სიჭინავა ჩაერთო. სიჭინავამ 2 საგოლე პასი გააკეთა და 2 გოლი გაიტანა. დათა შეუჩერებელი გახლდათ და კიდევ ერთხელ არის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატი.
“ზუგდიდმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლანჩხუთის “გურიასთან”, რომელსაც ბექა ტუღუში აკლდა. “ზუგდიდმა” პირველი 3 ქულა აიღო და მე-8 პოზიციაზე აღზევდა. გოლები ლუქმან გილმორისა და ზაქრაძის ანგარიშებზეა.
მერანი 3-2 თელავი
გოლები: ჩუკურა 50, ნიქაბაძე 56/61 – ტატანაშვილი 4, პუდი 22
კოლხეთი 1-4 სიჭინავა
გოლები: გოროზია 24 – ჩოლაკუ 47, ბუხაიძე 55, სიჭინავა 71/87
ზუგდიდი 2-0 გურია
გოლები: გილმორი 59, ზაქრაძე 82