ეროვნული ლიგა 2 – საქართველოში ყველაფერი ბოლო ტურში ხდება!
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტური ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საუკეთესო აღმოჩნდა. “მერანმა” ბათუმის “დინამო” მიიღო და 2-3 წააგო. ამავდროულად, “თელავი” 3-1 ამარცხდება “ცხინვალს”, ბოლოს ცხინვალელებმა სასწაული შეძლეს და გუნდმა 4-5 დააფიქსირა. “ცხინვალი” მე-9 ადგილზეგავიდა, ხოლო, “მერანი” მე-3 ლიგაში გავარდა. ქობულეთის “შუქურამ” 2-0 გაიმარჯვა “სამგურალის” წინააღმდეგ ტალახში და გადათამაშების ზონას თავი აარიდა.
12/15 დეკემბერს ეროვნულ ლიგაში მოსახვედრად “გაგრა” “სიონს” ეთამაშება, “ვიტ ჯორჯია” “სამტრედიასთან” გავა.
11/14 დეკემბერს ადგილის შესარჩუნებლად “ცხინვალი” “ბახმაროს” დაუპირისპირდება, “გურია” კი “სამგურალთან” გაარკვევს საქმეს.
თელავი 4-5 ცხინვალი
გოლები: თოლორდავა 22, ჯიქია 25, რუხაძე 45, კანდელაკი 76 – ოგბუ 45/70, ყურშავიშვილი 45, ვარძელაშვილი 53, მენა 81
ვიტ ჯორჯია 2-0 ნორჩი დინამო
გოლები: ღუდუშაური 28, საჯაია 85
მერანი 2-3 დინამო
გოლები: კურდღელაშვილი 3, გოშაძე 45 (ავტო გოლი) – საბანაძე 10/21, თევდორაძე 86 (პ)
შენიშვნა: 96-ე წუთზე კურდღელაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.
შუქურა 2-0 სამგურალი
გოლები: დოს რეის რამოსი 26, ნუნიეში 93
გაგრა 3-2 შევარდენი
გოლები: კასრელიშვილი 62, პაპავა 73, ივანიძე 84 – პაიმი 3/22