ეროვნული ლიგა 2 – “შევარდენმა” “ნორჩი” დაამარცხა, “სამგურალმა” სასწაული შეძლო
ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერებმა, “გაგრამ” და “ნორჩი დინამომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. “შევარდენმა” “ნორჩი” 3-2 დაამარცხა, “იუნკერები” 54-ე წუთისთვის უკვე 3-0 იგებდნენ. 81-ე, 84-ე წუთებზე “დინამომ” ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და გელა სანაიას გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა. ბოლო ადგილოსანმა “სამგურალმა” სენსაცია გამოაცხო და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებულ და სტაბილურ კლუბ “გაგრას” 3-1 მოუგო. ამ გამარჯვებით “სამგურალმა” ერთბაშად სამ გუნდს გადაასწრო და დროებით გასავარდნი ზონიდანაც ამოვიდა. “გაგრა” კვლავ მე-3 პოზიციაზეა და დაქვეითების შანსი ჯერ არ აქვს. შემდეგ მატჩში რატი ცაცკრიალაშვილი არ იქნება, რომელმაც შეცვლის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.
სეზონის დასრულებამდე ლიგაში ნელ-ნელა ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება და მხოლოდ 1 რამ არის გარკვეული – ბათუმის “დინამოს” დაბრუნება უმაღლეს ლიგაში.
შევარდენი 3-2 ნორჩი დინამო
გოლები: პაიმი 25/54, ნანობაშვილი 29 – ქარქუზაშვილი 81, გეწაძე 81
ყვითელი ბარათები: სატურნინიო 45 – ჯაფარიძე 71
სამგურალი 3-1 გაგრა
გოლები: მათიაშვილი 44 (ავტო გოლი), ჩხეტიანი 48, ღონღაძე 90 – ლომსაძე 90
ყვითელი ბარათები: კაკუშაძე 28, ხარაბაძე 79 – გაფრინდაშვილი 45, ცაცკრიალაშვილი 70
წითელი ბარათი: ცაცკრიალაშვილი 73