ეროვნული ლიგა 2: “ვიტ ჯორჯიას” გარდა ყველამ 1 ქულა აიღო
ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტური “გაგრასა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებით დასრულდა. 68-ე წუთზე მამუჩაშვილმა “ბათუმი” დააწინაურა, თუმცა 8 წუთში ცაცკრიალაშვილმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გოლი შეაგდო და 1-1 დაფიქსირდა. რობერტო ლანდის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მისმა გუნდმა პირველი ქულა 93-ე წუთზე ლუკა ვარძელაშვილის ბურთით მოიპოვა. “მერანი” მთელი თამაშის განამვლობაში იგებდა, თუმცა ბოლო წუთზე “ცხინვალისგან” მაინც გაუშვა და კლუბებმა ქულები გაიყვეს. 26-ე ტური 4 ფრით და 1 გამარჯვებით გამოირჩა, რომელიც “ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა.
ჩემპიონატს კვლავ “დინამო” ლიდერობს, მე-2 და მე-5 ადგილოსანს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. გადარჩენისთვის “სამგურალი”, “მერანი” და “ცხინვალი” იბრძვიან.
მერანი 1-1 ცხინვალი
გოლები: ხინთიბიძე 18 – ვარძელაშვილი 93
ყვითელი ბარათები: ზახარჩენკო 18
გაგრა 1-1 დინამო
გოლები: ცაცკრიალაშვილი 76 – მამუჩაშვილი 68
ყვითელი ბარათბი: გ. გაფრინდაშვილი 72 – შარიქაძე 12, ჩალაძე 51, ფლამარიონი 72