ეროვნული ლიგა 25-ე ტურის პრევიუ: ყველაფერი, თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს

თარიღი: სექტემბერი 21, 2018

ეროვნული ლიგის 25-ე ტურს დღეს 16:00 საათზე ფოთის “კოლხეთისა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება გახსნის. ზეგ 3 მატჩი გაიმართება, მათ შორის, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში” “საბურთალო” “ტორპედოს” უმასპინძლებს, 24-ში კი “ჩიხურა” რამდენიმე თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ “სამტრედიასთან” შეეცდება რეაბილიტაციას. Fanebi.com სრულ პრევიუს წარმოგიდგენთ.

“კოლხეთი” VS “ლოკომოტივი” – რა შეუძლია დემიდოვს?

http://www.picz.ge/img/s2/1809/21/2/2ed220bebf89.jpg

ფოთის “კოლხეთი” გასულ ტურში სრულიად განსხვავებული და შეცვლილი შემადგენლობით ეთამაშა “რუსთავს” და 1 ქულა მოიპოვა. მატჩის მიმდინარეობისას, ვიქტორ დემიდოვის შეგირდებს რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდათ და მეტოქის წინააღმდეგ, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, “ლოკომოტივი”, თავის მხრივ, ფავორიტად ითვლება და გამარჯვების შემთხვევაში, პრაქტიკულად საბოლოოდ გაინაღდებს ეროვნულ ლიგაში დარჩენას. “სიონის” წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშეს გაბაძემ, ჭანტურიამ, კობახიძემ და დაცვაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. აქედან გამომდინარე, ყველაფრის გათვალისწინებით, “კოლხეთი” კვლავაც დემიდოვის იმედზეა და ისევ საინტერესოა, რა შეუძლია დემიდოვს?

ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია – კობახიძე, სამურკასოვი

კოლხეთი: დემიდოვი – ტყემალაძე – იმნაძე

 

სიონი VS დინამო – “დინამო” კაპიტნების წინააღმდეგ

Image result for დინამო კოშკაძე, ხმალაძე

კვირას 16:00 საათზე ნაწილობრივ მზიან კოკისპირულ წვიმიან ამინდში (სინოპტიკოსების პროგნოზით) ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდებიან. “სიონში” ლიგა 2-დან გადმოსვლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატისთვის 3 ლეგენდარული კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დათუნაიშვილი და ლევან ხმალაძე აღმოჩდნენ. 2 მათგანი, კოშკაძე და ხმალაძე “დინამოს” კაპიტნები გახლდათ და გუნდთან ერთად ბევრ ძალიან საინტერესო ეპიზოდში მიუღიათ მონაწილეობა. თორნიკე ზარქუა და გულვერდ თომაშვილი “დინამოს” გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ და ზოგიერთი სუსტი წერტილის შესახებაც შეეძლოთ თეიმურაზ შალამბერიძისთვის ეცნოთ, მაგრამ ეს ის “დინამო” აღარაა, რომელშიც ისინი თამაშობდნენ. დღეს თბილისელები ყველაზე ახალგაზრდულ კლუბს წარმოადგენენ ლიგაში და მათი სტრატეგიის წინასწარი ცნობა, ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობაა, განსაკუთრებით, კიტეს წასვლის შემდეგ. “დინამო” ფავორიტია, “სიონის” კაპიტნების ასაკი ჯამში 92 წელია…

საინტერესო: “დინამომ” წინა ტურში 93-ე  წუთზე “საბურთალო” 2-1 დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (1-ით ნაკლები მატჩი).

სიონი: ზარქუა – თომაშვილი, ნოზაძე – ხმალაძე, დათუნაიშვილი, კოშკაძე

დინამო: სიკაჩი – თოთაძე, ხარაბაძე – შულაია, შენგელია – ზივზივაძე

 

საბურთალო VS ტორპედო – აკადემია VS ლეგიონერები

https://www.ipress.ge/image/data/sporti/erovnuliliga2.jpg

მიხეილ მესხი, 19:00 საათი, 23 სექტემბერი, კვირა –  ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა – თუ ვინმეს წაყვანა ან დაპატიჟება სტადიონზე აუცილებლად 25-ე ტურის დროს გსურთ, ეს ის თამაშია, რომელსაც მიხეილ ცაგარელი ან ბიზნეს ან იურიდიული კონსულტანტი არა, ჩვენ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები გირჩევთ. “საბურთალოს” “დინამოსთან” მტკივნეული წაგების შემდეგ აუცილებლად მოგება სჭირდება, ხოლო, “ტორპედო” ევროპა ლიგიდან მძიმე დაბრუნების შემდეგ, კარგ ფორმაში შევიდა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. “საბურთალოში” ჭიაბრიშვილისგან გარკვეულ ცვლილებებს ველოდებით, ქუთაისელები ბოლო დროს ოპტიმალური შემადგენლობით გამოდიან და მათი დამმარცხებელი, ჯერ არ ჩანს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, აკადემია ლეგიონერების წინააღმდეგ.

ლოკალური დაპირისპირება: კუპატაძე – კვასხვაძე

საბურთალო კუპატაძე – გაგი მარგველაშვილი, იაშვილი – გონსალვეში, გორგიაშვილი – კოხრეიძე

ტორპედო: კვასხვაძე – კობახიძე, ქიმაძე – გიგაური, კუხიანიძე – კაპანაძე

 

დილა VS რუსთავი – სოსიაშვილი სახლს უბრუნდება

წინა ტურში, “დილას” “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი, გორელთა ყოფილი დამრიგებელი, გიორგი დარასელია შეერკინა, კვირას კი “დილას”, ისტორიაში, ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, უჩა სოსიაშვილი დაუპირისპირდება. სოსიაშვილის წასვლის შემდეგ დარასელიამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა პირველი საწყისები, სწორედ უჩას ეკუთვნის და წლების წინ, 25 წლის თავკაცით აღფრთოვანებას ვერავინ ვერ მალავდა. ფავორიტად მასპინძლები გვევლინებიან, რომლებსაც ლიგაში საუკეთესო ლეგიონერები გამოარჩევთ. დღეს თუ საუკეთესო დუეტზე ვსაუბრობთ, ეს უდავოდ კოვტალიუკი-რიბეიროს წყვილია. “რუსთავს” კარგი მარცხენა მცველი, რაფაელ ჩუკურა ჰყავს და ალბათ, ჩემპიონატის ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ ბიჭებზე. იმედია, “მადლობა დარას”-ს შემდეგ ვიხილავთ: “მადლობა უჩას”.

დილა: გუგეშაშვილი – ჩადუნელი, სუხიაშვილი – რიბეირო, ნონიკაშვილი – კოვტალიუკი

რუსთავი: სეფიაშვილი – გებულოვი, ჩუკურა  – პაპავა, ფონიავა – კვარაცხელია

 

ჩიხურა VS სამტრედია – იდეალური დრო დასავლეთისთვის

ტურს 24 სექტემბერს “ჩიხურასა” და “სამტრედიას” შეხვედრა დახურავს. “ჩიხურა” 4 მატჩია მარცხდება, რაც ასე მოულოდნელია ფრუიძის შეგირდებისგან, თუმცა ევროპა ლიგიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი ძალზე დაღლილად გამოიყურება. “ჩიხურა” ცოტას უშვებს, თუმცა “სამტრედიამ” ბოლო დროს გატანა დაიწყო და წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი გველოდება. დასავლეთი მძიმე ჯახისთვის ემზადება.

შენიშვნა: საჩხერლებს გიორგი ლექვთაძე დაუბრუნდა, სამტრედიელებს ეყოლება თუ არა ფანცულაია, უცნობია.

ჩიხურა: ჰამზიჩი – მირცხულავა, ჩიკვაიძე – კაკუბავა, ბუღრიძე – გაბედავა

სამტრედია: პოგორილი – ჩაჩუა, ჯგერანაია – ლიპარტია, ტუღუში – კოშმანი

ყველა შეხვედრის ყურებას Erovnuliliga.ge-ზე შეძლებთ. “საბურთალო” “ტორპედოს” პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მე-2 არხი აპირებს.

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წუთში 500-ჯერ! 5 წუთში 1000-ჯერ! ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია!

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრებიდან ცნობილმა ვებ-გვერდმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტატო ბაციკაძე: “იქნებ, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?”

ტატო ბაციკაძე ნორვეგიასთან ყაიმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესოდ მაინც კვარა-ჟორჟი დასახელდნენ! ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ცნობილმა ვებ-გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7.4 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ნორვეგიის წინაღმდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება და მოსალოდნელია, რომ გუნდს სულ მცირე რამდენიმე ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ&

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით ხვიჩასთვის რა დაგვეძახა”

იტალიურ მედიასთან ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმაზე ისაუბრა. “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაროვინსკი: “ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს”

“რუბინის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მახსოვს კვარაცხელიას პირველი ვარჯიში &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელები კვარას ულოცავენ!

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის დანიშვნის ამბავი იტალიაშიც გავრცელდა და იტალიელები კვარას ულოცავენ და ბედნიერებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Areanapoli: რა ღირს კვარას სუპერ მანქანა, რომლითაც თბილისში გადაადგილდება?

იტალიური ონლაინ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მანქანას ეხმაურება, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ თბილისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლია, გოლი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა