ეროვნული ლიგა 28-ე ტური: “ჩიხურამ” ბუხაიძის გოლით გაიმარჯვა
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის პირველ მატჩში ფოთის “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურამ” 0-1 დაამარცხა. მე-3 წუთზე ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ გამოსვლაზე კნიგა შეცდა და გიორგი ბუხაიძემ ყოფილ გუნდს გაუტანა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრაში არაფერი აღარ შეცვლილა და “ჩიხურამ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ფრუიძის შეგირდებმა დროებით “ტორპედოს” 3 ქულით გაასწრეს და “დილასთან” სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს. “კოლხეთი” 13 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
საინტერესოა, რომ ორივე გუნდს საუკეთესო ფეხბურთელები, ლუკა იმნაძე და გიორგი გაბედავა აკლდა. დემიდოვმა იმნაძის პოზიციაზე მარცხენა მცველი კაბორე დააყენა, გაბედავა კი ბუხაიძემ წარმატებით შეცვალა.
კოლხეთი 0-1 ჩიხურა
გოლი: ბუხაიძე 3
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი – კერელეიშვილი, დოროშენკო (კაკულია 67), ტყემალაძე (შალიკაშვილი 78), მთივლიშვილი – პრიჩინკო, აშორტია (ფენდერევა 78), კაბორე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიკვაიძე, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი – სარდალიშვილი (კახაბრიშვილი 71), კაკუბავა, ჩიხლაძე (დობროლოვსკი 80), ბუღრიძე (ლექვთაძე 85) – მარკოზაიშვილი, ბუხაიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ყვითელი ბარათები: კერელეიშვილი 66 – მირცხულავა 20