ეროვნული ლიგა – 3 პენალტი ივანწმინდაში, “საბურთალოს” შემტევი ტრიო

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მე-2 დღე 14:00 საათზე საჩხერის “ჩიხურასა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩით დაიწყო. ივანწმინდაში მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლები მხოლოდ პენალტებიდან გავიდა. კორიფაძემ მე-2 წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი, 70-ზე მუსელიანმა უპასუხა 11-იანი ნიშნულიდან, 90-ე-ზე კი კორიფაძემ “ჩიხურას” გამარჯვება კვლავ პენალტით მოუპოვა.
“საბურთალომ” “რუსთავი” სტუმრად 0-3 დაამარცხა. გოლები როლოვიჩის, კოხრეიძესა და გაბედავას ანგარიშებზეა. “რუსთავსაც” შეეძლო შეგდება, მაგრამ ბოლო მომენტში ან მიგინეიშვილი იდგა მტკიცედ ან რუსთაველები ცდებოდნენ.
“რუსთავი” ისევ გასავარდნ ზონაში დაბრუნდა 34 ქულით, “ჩიხურას” 35 ქულა აქვს, “საბურთალომ” სხვაობა ლიდერებთან 4 ქულამდე შეამცირა, “ვიტ ჯორჯია” კი უიმედო აუტსაიდერია.
რუსთავი 0-3 საბურთალო
გოლები: როლოვიჩი 26, კოხრეიძე 49, გაბედავა 61
რუსთავი: მამარდაშვილი – სილაგაძე, ნოზაძე, გუჯაბიძე, თევზაძე (სალუქვაძე 73) – ვასაძე, ბაირამოვი – კიტეიშვილი, ლეჟავა (სიჭინავა 57), ძალამიძე – იმნაძე (მეტრეველი 76)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი (დიასამიძე 57) – ცნობილაძე, ალთუნაშვილი – ტაბატაძე (გაბედავა 52), კოხრეიძე (ტერა 70), გი – როლოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
წითელი ბარათი: ტერა 84
ჩიხურა 2-1 ვიტ ჯორჯია
გოლები: კორიფაძე 2/90 (პ) – მუსელიანი 70 (პ)
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი (ჩიტეიშვილი 55) – დეკანოიძე, ჩიხლაძე (მარკოზაშვილი 53), ჩიკვაიძე, ლექვთაძე (ფანცულაია 77) – მუმლაძე, სარდალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – კიკალიშვილი, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი, ქისიევი – ნემსაძე, ნანობაშვილი (ჯანელიძე 58), ზარიძე, თათხაშვილი (ვაზაგაშვილი 58) – მუსელიანი, მაქაცარია (ნაჭყებია 87)
მთავარი მწვრთნელი: