ეროვნული ლიგა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა – საბა, კვარა, ზუკა, არაბა…
“მეტალისტ 1925”-ის ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ საფეხბურთო კლუბ “გაგრასთან” კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ზაფხულამდე შეუერთდა.
მანამდე, ბათუმის “დინამოში” რუსეთიდან ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდნენ.
ქუთაისის “ტორპედოში” გიორგი არაბიძე თამაშობს, რომელმაც დღეს “ლოკომოტივს” შეუგდო.
საერთო ჯამში, ელიგაში თუ ნაკრების წევრობის კანდიდატებს არ ჩავთვლით, 8 ფეხბურთელი დაგროვდა, რომლებიც სანიოლმა ბოლო შეკრებაზე გამოიძახა: დავითაშვილი, კვარაცხელია, მამუჩაშვილი, კობახიძე, კუპატაძე, ჩაბრაძე – ბათუმიდან. ანზორ მექვაბიშვილი – თბილისიდან. საბა კვირკველია – გაგრადან. პლუს, ირაკლი აზაროვი, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მუდმივად გამოძახებულთა სიაშია და საბა ხვადაგიანსაც შანსი ხშირად ეძლევა. იქვეა, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ელგუჯა ლობჯანიძე, სერგო კუხიანიძე და ლევან ხარაბაძე. “ტორპედოში” და “დინამო ბათუმში” ლევან მჭედლიძე და ჯანო ანანიძე. მართალია, პაპუნაშვილი ბოლო პერიოდია ცუდ ფორმაშია, მაგრამ 27 წლის ასაკში კვლავ შეუძლია ნაკრებისთვის გამოსადეგი იყოს.
შესაძლებელი იყო, გიორგი წიტაიშვილს კარიერა ივნისამდე თბილისის “დინამოში” გაეგრძელებინა, სადაც ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ პოლონეთში წავიდა.
ფაქტია, ეროვნულ ლიგა ასე ძლიერი არასდროს ყოფილა და წინ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის.