ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” ერთპიროვნული ლიდერია, ჰამზიჩმა “საბურთალო” აიღო

თარიღი: ივნისი 3, 2019

ეროვნული ლიგის მე-17 ტური საჩხერის “ჩიხურასა” და “საბურთალოს” მატჩით დასრულდა. “საბურთალო” ბევრს ეცადა, მარტო დვალიშვილმა კარში 4-ჯერ დაარტყა, მაგრამ საჩხერელთა მეკარე, დინო ჰამზიჩი დღეს გოლის გაშვებას არ აპირებდა და ურთულესი ბურთები აიღო. “საბურთალომ” ვერ გაიმარჯვა და ბათუმის “დინამო” ერთპიროვნულ ლიდერად აქცია, რომელმაც სახლში “რუსთავი” 2-1 დაამარცხა. გოლები მამუჩაშვილის, საბანაძისა და ყიფიანის ანგარიშებზეა. გეგუჩაძე საბანაძეს კვლავ 90 წუთი ენდო და ნიკა მოედანზე საუკეთესოდ გამოიყურებოდა.

ბოლნისის “სიონსა” და “ლოკომოტივს” შორის ნულოვანი ფრე ვიხილეთ. საინტერესოა, რომ “სიონის” მწვრთნელმა, თეიმურაზ შალამბერიძემ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ჯაბა უგულავა არ ათამაშა.

17 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 37 ქულით “დინამო ბათუმი” ლიდერობს, 35 ქულა აქვს “საბურთალოს”, 29 თბილისის “დინამოს”. ბოლო 2 პოზიციაზე 11 ქულით “რუსთავი”, 14-ით კი “ვიტ ჯორჯია” იმყოფება. მე-18 ტური 14 ივნისს დაიწყება.

ჩიხურა 0-0 საბურთალო

ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, ჩიკვაიძე – მამასახლისი – დეკანოიძე, ჩიხლაძე (მეგრელიშვილი 81), სარდალიშვილი – მახარობლიძე (იონანიძე 85), ფანცულაია (მარკოზაშვილი 65)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – ცნობილაძე (კოხრეიძე 55), ტერა, დიასამიძე (გორგიაშვილი 70) – გონსალვეში, შინდაგორიძე (როლოვიჩი 67) – დვალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

დინამო ბთ 2-1 რუსთავი

გოლები: მამუჩაშვილი 21, საბანაძე 70 – ყიფიანი 44

დინამო ბთ: ალავიძე – სანტოსი, ადამაძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი (მანჯგალაძე 52), მამუჩაშვილი – ჯანელიძე (თევდორაძე 61), რამოსი (ჩალაძე 71), ფლამარიონი – საბანაძე

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ბუგულოვი, ტაკულოვი (ჩოგაძე 66) – ფონიავა, გისტაროვი (ზვიადაძე 78) – სილაგაძე (კიტეიშვილი 74), ციცქიშვილი, ყიფიანი – იმნაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სიონი 0-0 ლოკომოტივი

სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, ქიქავა (უგრეხელიძე 88), ხმალაძე – მესხი (მანაგაძე 65), კირკიტაძე, სიხარულია (რაჟამაშვილი 74)

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – ძებნიაური (გვალია 68), შონია – დავითაშვილი, სამურკასოვი, კობახიძე (შეყილაძე 68) – სიხარულიძე (ჯიქია 79)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

მსგავსი სიახლეები