ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამომ” “საბურთალოს” მოუგო!
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-2 ტაიმში ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. გაბრიელ რამოსმა ულამაზესად გადაუგდო ფლამარიონს, რომელმაც კუპატაძეს მარცხენა კუთხეში საოცრად შეუსრულა. “საბურთალო” ძირითადად სტანდარტული მდგომარეობიდან ცდილობდა ფონს გასვლას, თუმცა უშედეგოდ.
ბათუმელებმა თბილისის “დინამოს” კვლავ 4 ქულით, “საბურთალოს” კი 7 ქულით გაასწრეს.
დინამო ბათუმი 1-0 საბურთალო
გოლი: ჯოვინო 74
დინამო ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მანჯგალაძე, მამუჩაშვილი – ჯიღაური (გაფრინდაშვილი 70), რამოსი (თევდორაძე 84), ფლამარიონი – დვალიშვილი (ტეიდი 77)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი – ჩაბრაძე, კაკუბავა (ალთუნაშვილი 56), ტერა, ლაკვეხველიანი (დიასამიძე 65) – კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 75)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი