ეროვნული ლიგა – ბათუმმა გორს მოუგო, “რუსთავი” “ჩიხურას” დაუზავდა
დღეს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის 2 შეხვედრა გაიმართა. ბათუმის “დინამომ” გორის “დილა” მიიღო და 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა. გორელები ცდილობდნენ, თუმცა ალავიძემ კიდევ ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა. “დინამოს” 6 ქულა დაუგროვდა, “დილა” 2 ქულით გასავარდ ზონაშია.
“რუსთავი” საჩხერის “ჩიხურას” საკუთარ მოედანზე 1-1 დაუზავდა. მე-6 წუთზე ანგარიში თემურ ჩოგაძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი მიშიკო სარდალიშვილმა გაათანაბრა. “რუსთავი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა, “ჩიხურამ” ზედიზედ მე-3 მატჩში ითამაშა ფრე.
ხვალ თბილისის “დინამო” თბილისურ დერბიში “ლოკომოტივს” ესტუმრება, “სიონი” “ვიტ ჯორჯიასთან” გაარკვევს ურთიერთობას.
დინამო ბათუმი 1-0 დილა
გოლი: საბანაძე 47
დინამო: ალავიძე – მამუჩაშვილი, გადრანი, გაგოშიძე, ჩალაძე – ტეიდი, მანჯგალაძე – რამოსი (ილურიძე 86), ცაცკრიალაშვილი (თევდორაძე 78), ჯანელიძე (გაფრინდაშვილი 59) – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, სანტოსი, მირცხულავა, გიორბელიძე – რაზმაძე, ნონდი (ნონიკაშვილი 61) – პაიმი (ფორტესი 69), კუცია (ლემპტი 80), ნჯოკუ – სპანდერაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
რუსთავი 1-1 ჩიხურა
გოლები: ჩოგაძე 6 – სარდალიშვილი 45
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, გადრანი, ჯაფიაშვილი, სილაგაძე – ციცქიშვილი, ფონიავა, ქავთარაძე (კიტეიშვილი 87) – ჩოგაძე (ქოჩლაძე 53), იმნაძე (ტაკულოვი 53), ყიფიანი
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი (ლექვთაძე 14), მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი – სარდალიშვილი, ჩიხლაძე (მახარობლიშვილი 71), მამასახლისი, კორიფაძე – მარკოზაშვილი, მუმლაძე (ფანცულაია 65)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე