ეროვნული ლიგა – ბათუმში მხოლოდ ფრე!
ეროვნული ლიგის მე-4 ტური ბათუმში, “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და სეზონში მე-4 ფრე გააგორა. ანგარიში 61-ე წუთზე ნონიკაშვილმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ჯიღაურმა გაათანაბრა. რამდენიმე წუთში მსაჯმა “საბურთალოს” მაჭარაშვილი გააძევა და პენალტი დანიშნა, თუმცა ჯოვინომ შანსი ვერ გამოიყენა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
“დინამოს” 4 თამაშის შემდეგ 4 ფრე და 4 ქულა აქვს. “საბურთალოს” 5 ქულა დაუგროვდა.
დინამო ბთ 1-1 საბურთალო
გოლები: ჯიღაური 66 – ნონიკაშვილი 61
დინამო: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ცინცაძე (ტეიდი 46), მამუჩაშვილი – ჯიღაური, ჯოვინო, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 66) – დვალიშვილი (ნიქაბაძე 60)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო: კუპატაძე – ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მაჭარაშვილი – ალთუნაშვილი, ტერა – ნონიკაშვილი (ბელიაშვილი 72), კოხრეიძე (გულიაშვილი 90) – ქავთარაძე (ცნობილაძე 76)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
წითელი ბარათი: მაჭარაშვილი 73
ჯოვინომ 74-ე წუთზე პენალტი გააფუჭა