ეროვნული ლიგა – “ჩიხურა” და “დილა” ბოლო ტურში ევროპა ლიგის საგზურისთვის ითამაშებენ
დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა “ჩიხურას” უმასპინძლა და უგოლო ფრე გააგორა. 21-ე წუთზე ლაკვეხველიანმა ბუღრიძის საჯარიმოში წაქცევის გამო წითელი ბარათი მიიღო, ხოლო, პენალტი გაბედავამ შეასრულა, თუმცა კუპატაძემ ბურთი ხელებში დაიჭირა.
თავის მხრივ, გორის “დილამ” გადახალისებული “ლოკომოტივი” 4-0 გაანადგურა. დუბლი კოვტალიუკმა დადო და “ჩიხურასთან” სხვაობა მხოლოდ 1 ქულამდე შემცირდა.
ქუთაისის “ტორპედო” ბოლნისის “სიონს” ეწვია და მეტოქე 0-3 დაამარცხა. კვლავ შეაგდეს ლაჩნიმ, წიქარიძემ და ქიმაძემ.
თბილისის “დინამომ” ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერს, ფოთის “კოლხეთს” 0-2 მოუგო. გუნდის ლიდერობა კვლავ შენგელიამ და ზივზივაძემ აიღეს და 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.
36-ე ანუ ბოლო ტურის წინ მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასარკვევი. რომელი გუნდი გავა მე-4 ადგილზე და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურსაც მოიპოვებს. “ჩიხურა” სახლში უკვე უმოტივაციო “სიონს” მიიღებს, ხოლო, “დილა” “დინამოს” თბილისში ესტუმრება.
საბურთალო 0-0 ჩიხურა
საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – ცნობილაძე, დიასამიძე (გვარაძე 46), გორგიაშვილი, ალთუნაიშვილი (ტერა 68) – დვალიშვილი, გოშთელიანი (შინდაგორიძე 62)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კახაბრიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი – ლექვთაძე (ბუხაიძე 85), დობროვოლსკი (ჩიხლაძე 70), ჩიკვაიძე, ბუღრიძე – გაბედავა, სარდალიშვილი
წითელი ბარათი: ლაკვეხველიანი 21
შენიშვნა: გაბედავამ 22-ე წუთზე პენალტი გააფუჭა.
დილა 4-0 ლოკომოტივი
გოლები: კოვტალიუკი 43/89 (პ), ნონიკაშვილი 75, რაჟამაშვილი 90
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი (კორიფაძე 10), გადრანი, ჩადუნელი, სანტოსი – რაზმაძე, გოგუა (ლემპტი 64), ნონიკაშვილი (რაჟამაშვილი 81) – ქავთარაძე, კოვტალიუკი, რიბეირო
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ლოკომოტივი: შეროზია – გაბაძე, ანდრონიკაშვილი, ქურდაძე, უბილავა – გვალია, სამურკასოვი (ჯანაშია 81), გრძელიძე (ოზბეთელაშვილი 73), არდაზიშვილი, კომახიძე (კობახიძე 56) – გავაშელიშვილი
სიონი 0-3 ტორპედო
გოლები: ლაჩნი 35, წიქარიძე 65, ქიმაძე 84
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი (თომაშვილი 79), ნოზაძე, ხეცურიანი, გიორბელიძე – ქიქავა, დათუნაიშვილი – ლეჟავა, სიხარულია (კოშკაძე 69), მანაგაძე (მიქაბერიძ 68) – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ტორპედო: კვასხვაძე (ქვილითაია 46) – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი – გიგაური, კუხიანიძე – კუტალია (დაფე 64), წიქარიძე, ქიმაძე – ლაჩნი (გლეოფილო 67)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
კოლხეთი 0-2 დინამო
გოლები: შენგელია 19, ზივზივაძე 78
კოლხეთი: მიქავა – აფხაზავა, ტყემალაძე, კაბორე – კერელეიშვილი, პრიჩინენკო, დოროშენკო, ძაძამია – შალიკაშვილი, აშორტია, იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
დინამო: სიკაჩი – ძოწენიძე, თოთაძე, კობოური – ხარაბაძე, ზარია (ქარდავა 73), ივანისენია, რუხაია (ივანიშვილი 79)- შენგელია (კუცია 85), ზივზივაძე, შულაია
მთავარი მწვრთნელი: ზაურ სვანაძე