ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “დილა” ჩამოიტოვა, “რუსთავი” “სიონის” მეტოქეების იმედზეა
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველ 2 მატჩში საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. “რუსთავმა” კვლავაც მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე “დილას” 0-0 ეთამაშა და გორელებს ევროპისკენ გზა რუსთავიდანაც გადაუკეტა. შეხვედრა ძალზე დაძაბული და მძიმე გამოდგა, მსაჯმა ლობჯანიძის მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ თავდამსხმელს ხელით არ უთამაშია. “რუსთავმა” 3 ქულით გაასწრო “სიონს” და “სიონის” მომდევნო მეტოქეების (“დინამო”, “ტორპედო”, “ჩიხურა”) იმედი აქვს, რომლებიც ბოლნისელებს მომდევნო 3 ტურში დაუპირისპირდებიან.
“ჩიხურამ” სრულად დემორაზილებული “სამტრედია” 1-2 დაამარცხა და “დილასთან” სხვაობა 3 ქულამდე აიყვანა. მომდევნო თამაში ფრუიძის ბიჭებს ჩემპიონ “საბურთალოსთან” აქვს.
რუსთავი 0-0 დილა
რუსთავი: მიგინეიშვილი – სილაგაძე, კილასონია, კვირკველია, კირკიტაძე – ფონიავა, პაპავა – ჩოგაძე (თარხნიშვილი 72), კვარაცხელია, ქავთარაძე – ლობჯანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, სუხიაშვილი (გადრანი 63) – ნონდი, ნონიკაშვილი, ლემპტი (ჯუფი 75) – რიბეირო, კოვტალიუკი, ქავთარაძე (კორიფაძე 63)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
წითელი ბარათი: ნონდი 90
სამტრედია 1-2 ჩიხურა
გოლები: ერისთავი 81 – სარდალიშვილი 3, მირცხულავა 17
სამტრედია: სტურუა – გოგიაშვილი, ფატიჩი, გურული – ოლხოვი (მამასახლისი 46), ლიპარტია (მაქაცარია 83), კერძევაძე, ენდელაძე – კოშმანი, ტუღუში, გორელიშვილი (ერისთავი 75)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ჩიხურა: ჰამზიჩი – კახაბრიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, მეგრელიშვილი – ლექვთაძე (ბუხაიძე 90), ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი, ბუღრიძე(ჩიხლაძე 75) – სარდალიშვილი, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე