ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “მერანი” გაანადგურა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის პირველ მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “მერანი” 3-0 გაანადგურა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში 55-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა გახსნა, 20 წუთში შეცვლაზე შემოსულმა კიკაბიძემ უპასუხა და საბოლოო წერტილი დავით მუჯირმა დააფიქსირა, რომელმაც კარიერაში პირველი გოლი შეაგდო ელიგაში.
“ჩიხურას” 5 ქულა დაუგროვდა და ბოლო პოზიცია “მერანს” გაუცვალა.
ჩიხურა 3-0 მერანი თბილისი
გოლები: კახაბრიშვილი 55, კიკაბიძე 74, მუჯირი 87
ჩიხურა: ბეგაშვილი – მაჩაიძე, ჯაფიაშვილი, კაშია, ჯავაშვილი – გვაზავა, ჩიკვაიძე – დეკანოიძე (კიკაბიძე 56), წიქარიძე (ღავთაძე 56), კახაბრიშვილი – ბუხაიძე (მუჯირი 73)
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
მერანი: თევდორაძე – თევზაძე, ფოფხაძე, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი – ჩიქოვანი (მახარობლიძე 46), დათუნაშვილი, შარიქაძე, გაბისკირია (ფიფია 69) – სარდალიშვილი, ნაჭყებია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია