ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “სიონი” 5 გოლით გაანადგურა, “დილამ” პირველი 3 ქულა აიღო
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის პირველი 2 შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებებით დასრულდა. დღის პირველ მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” ბოლნისის “სიონი” მიიღო და 5-0 გაანადგურა. დუბლი სარდალიშვილმა შეასრულა, თითო მახარობლიძემ ლექვთაძემ და ისიანმა (ავტო გოლი) შეაგდეს. “ჩიხურამ” ზედიზედ 3 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გორის “დილამაც” მე-5 ტურში შეძლო პირველი 3 ქულის აღება. გორელებმა “ლოკომოტივი” ყველა მხრივ დაჩაგრეს და რომ არა ბულისკერიას კარგი თამაში, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ანგარიში სპანდერაშვილმა გახსნა, რომელიც შესანიშნავად მოქმედებზე მარცხენა ფრთაზე, ცენტრფორვადად “საბურთალოდან” იჯარით აყვანილი გოშთელიანი ვიხილეთ და მისი სადებიუტო გოლიც 25-ე წუთზე. ანგარიშის გაქვითვა “ლოკომ” გუგეშაშვილი-მირცხულავას გაუგებრობის შედეგად შეძლო, თუმცა “დილამ” დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. გორულ-თბილისურ დაპირისპირებაში 2 წითელი ბარათიც ვიხილეთ.
დღის ბოლო თამაში 21:00 საათზე დაიწყება “ვიტ ჯორჯიასა” და ბათუმის “დინამოს” შორის.
ჩიხურა 5-0 სიონი
გოლები: მახარობლიძე 7, ლექვთაძე 31, ისიანი 34 (ავტო გოლი) სარდალიშვილი 37/71
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (ჩიტეიშვილი 72), კაშია, ჩიკვაიძე (მეგრელიშვილი 77) – მამასახლისი, ჩიხლაძე, სარდალიშვილი – დეკანოიძე, მახარობლიძე, ლექვთაძე (კამლაძე 77)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – ხმალაძე, თარხნიშვილი – კირკიტაძე (თარგამაძე 66), ისიანი, სიხარულია (რაჟამაშვილი 63) – მაქაცარია (უგულავა 69)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დილა 3-1 ლოკომოტივი
გოლები: სპანდერაშვილი 19, გოშტელიანი 26, ფორტესი 56 – სიხარულიძე 35
დილა: გუგეშაშვილი – კერელეიშვილი, მირცხულავა, სანტოსი, გიორბელიძე – რაზმაძე, კუცია (ლემპტი 59), ნონდი – სპანდერაშვილი (ნჯოკუ 76), ფორტესი, გოშთელიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიზე
ლოკომოტივი: ბულისკერია – ბუიღლიშვილი, ჭანტურია, გურეშიძე – უბილავა, არდაზიშვილი (კიკაბიძე 78), შონია, დავითაშვილი (სამურკასოვი 70), კირკიტაძე – ჯიქია (კობახიძე 65), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
წითელი ბარათები: ნჯოკუ 80 – კირკიტაძე 60