ეროვნული ლიგა და ლიგა 2: 7 ფრე, 3 წაგება – 10 მატჩში 15 გოლი
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხზე “რუსთავსა” და “ლოკომოტივს” შორის 1-1 დასრულდა. “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა, დავით ჯიქიამ ანგარიში 21-ე წამზე გახსნა, 50-წუთზე კი მას გიორგი პაპავამ უპასუხა. მატჩში მეტი ცვლილება აღარ მომხდარა და “რუსთავმა” კვლავ 1 ქულა აიღო. “ლოკოს” 32 ქულა აქვს და “რუსთავთან” სხვაობა 3 ქულასა და 1 თამაშს შეადგენს. კვლავ არ იყო განაცხადში რუსთაველთაგან თემურ ჩოგაძე, რომელიც კლუბს სეზონის წინ “ბათუმიდან” შეუერთდა.
საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში 3 ფრე და 2 წაგება დაფიქსირდა. ჯამში, 5 მატჩში 8 გოლი გავიდა. ლიგა 2-ში გუნდებმა ოთხი ყაიმი გააგორეს და მხოლოდ “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო. სულ 7 ბურთი ვიხილეთ და ყველაზე პოპულარული ანგარიში 1-1-ია.
რუსთავი 1-1 ლოკომოტივი
გოლები: პაპავა 50 – ჯიქია
რუსთავი: სეფიაშვილი – ღონღაძე (სილაგაძე 54), გუბულოვი, გადრანი, ჩუკურა – პაპავა, კირკიტაძე, ციცქიშვილი, კვარაცხელია (მარცვალაძე 78) – ქავთარაძე, ლობჟანიძე (გუჯაბიძე 73)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე, უბილავა – სამურკასოვი (გვალია 88), შონია, კობახიზე, დავითაშვილი, ულიამი (ინჯია 70) – ჯიქია (ოზბეთელაშვილი 87)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი