ეროვნული ლიგა – “დილა” – “სიონი”, “ვიტ ჯორჯია” და “ჩიხურა” ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გორის “დილამ” კვლავ ვერ მოახერხა გამარჯვება და ბოლსისის “სიონს” 0-0 ეთამაშა. გუნდში, რომელშიც ყველაზე მეტი ლეგიონერი ირიცხება, კვლავ გამარჯვების გარეშეა.
მე-2 მატჩში “ვიტ ჯორჯიამ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 1-1 ითამაშა. “ფარმაცევტები” ღუდუშაურმა მე-4 წუთზე დააწინაურა, მე-2 ტაიმის დასაწყისში მაისაშვილმა წონასწორობა აღადგინა. გუნდები ქულების გაყოფაზე შეთანხმდნენ.
3 ტურის შემდეგ ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” ლიდერობს 9 ქულით, მეორეზე “ლოკომოტივი” და “ტორპედო” არიან. ბოლო პოზიციებზე “რუსთავი”, “ჩიხურა” და “დილა”.
დილა 0-0 სიონი
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, სანტოსი, მირცხულავა, გიორბელიძე – რაზმაძე, ნონდი (კუცია 76) – ფორტესი, ლემპტი (პაიმი 69), ნონიკაშვილი – სპანდერაშვილი (ნჯოკუ 61)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი (ლეჟავა 80), თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – ხმალაძე, თარხნიშვილი – ისიანი (ქიქავა 87), სიხარულია (რაჟამაშვილი 69), კირკიტაძე – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ვიტ ჯორჯია 1-1 ჩიხურა
გოლები: ღუდუშაური 4 – მაისაშვილი 47
ვიტ ჯორჯია: შეროზია – საჯაია (გაფრინდაშვილი 70), გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე – ვასაძე, მაისურაძე (კაკაშვილი 57), მოსიაშვილი – ღუდუშაური (მუსელიანი 51), ღირდალაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი – სარდალიშვილი, მამასახლისი, კორიფაძე (მახარობლიძე 67) – ლექვთაძე (ჩიხლაძე 46), მუმლაძე (იონანიძე 85), მარკოზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე