ეროვნული ლიგა – “დილას ზედიზედ მე-3 გამარჯვება
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მე-2 დღე გორის “დილას” საჩხერის “ჩიხურასთან” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. “დილამ” ნონიკაშვილისა და გოშთელიანის გოლებით იმარჯვა. აქტიური და გამორჩეული იყო მარჯვენა ფლანგზე თორნიკე გრიგალაშვილი, რომლის მხრიდანაც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში შეტევები და გოშთელიანს საგოლე პასიც გაუკეთა. დღეს ნამდვილად არ იყო საჩხერლების დღე.
“დილამ” ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა 14 ქულით. “ჩიხურამ” სეზონში მე-2 მარცხი იწვნია და მე-5 ადგილზე რჩება 15 ქულით.
დილა 2-0 ჩიხურა
გოლები: ნონიკაშვილი 12, გოშთელიანი 24
დილა: გუგეშაშვილი – ჩადუნელი, მირცხულავა, სანტოსი – გრიგალაშვილი, კუცია (სპანდერაშვილი 80), ნონდი, გიორბელიძე – ფორტესი (რაზმაძე 73), გოშთელიანი (ლემპტი 87), ნონიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, კამლაძე, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (მეგრელიშვილი 28) – დეკანოიძე (ერგემლიძე 28), მამასახლისი (იონანიძე 72), სარდალიშვილი, ჩიხლაძე – მახარობლიძე, მარკოზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე